MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს.

“არ ვაპირებ იმ 800000 “მოქალაქესთან” მორიგებას, ვინც დღემდე სააკაშვილის ბინძური ხელისუფლების მხარდამჭერია.

სულ მარტო რომ დავრჩე, მაინც არ შევურიგდები ამ საზიზღარ მოვლენას რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები წარმოადგენენ.

ბიძინა ივანიშვილი თუ ამ განურჩევლობას გვთავაზობს და მოგვიწოდებს შევურიგდეთ შინმოუსვლელის ხელის ბიჭებს – ზარდიაშვილებს, მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ჩემთვის ეს უზნეობაა.

ზუსტად ამ ზნეობრივ არჩევანზე გადის წითელი ხაზი, ჩემსა და “ივანიშვილის გუნდს” შორის და ვერანაირი მისი ქველმოქმედება და მისი კეთილი საქმეები, ვერ იქნება საზღაური ზნეობრივი ხეიბრობის სანაცვლოდ!!!”– წერს შოთა გლურჯიძე.

თქვენი კომენტარი?