რუსთავი 2 -ის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე – კახა კალაძე

379
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე სრულად ეთანხმება სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

მისის განცხადებით, ინტერვიუ იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში წინა წლებისგან განსხვავებით მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება დაცულია. თუმცა კალაძე ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს ზღვარი თავისუფალ სიტყვასა და პირად შეურაცხყოფას შორის.

“რუსთავი 2 -ის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე, ადამიანების შეურაცხყოფებზე. შემიძლია არაერთი მაგალითი მოვიყვანო, თუმცა არ სჭირდება ჩემი მაგალითის მოყვანა, თქვენც ძალიან კარგად იცით, ეს არის სამწუხარო რელობა. თუმცა მედიაპლურალიზმი არის მნიშვნელოვანი, სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ქვეყანაში განსხვავებით იმისგან, რაც წლების წინ იყო და როგორ იყო ეს ყველაფერი შეზღუდული ყველას ძალიან კარგად გვესმის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებობს ზღვარი, პირადი შეურაცხყოფები ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია,”-ამბობს კახა კალაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE