ამ ხელისუფლებას პირველი შევაქცევ ზურგს, თუ დავინახავ, რომ ადამიანი მეორე პლანზე გადაიწევს – მიხეილ ყაველაშვილი

100
ნახვა/წაკითხვა

„ხალხის ძალა“ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რითაც დავიწყეთ, ანუ საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას. მით უმეტეს, რომ საარჩევნო წელია და რადიკალების მხრიდან იმავეს ველოდებით, რაც აქამდეც ჩაუდენიათ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის აზრს ითვალისწინებს. მათი კრიტიკის, შეფასებების მიხედვით ვრეაგირებთ. მაგალითად, ჩვენ მიერ ინცირებული კანონი გამჭვირვალობის შეახებ უკან რომ გავიწვიეთ, რადიკალებმა ეს პროცესი როგორ აღარ შეაფასეს და რა შეურაცხყოფა აღარ მოგვაყენეს. სინამდვილეში კი, ამის მიზეზი იყო ის, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების აზრს უსმენს. ეს არის ერთ-ერთი განსხვავება ახლანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის.

მაშინდელი ხელისუფლება ყველა ადამიანში დამნაშავეს ეძებდა, ახლანდელი ხელისუფლება კი, პირიქით – ყველა დამნაშავეში ადამიანს ეძებს. ჩვენ შეგვეძლო ჩვენს მიერ ინიცირებული კანონი მიგვეღო, მაგრამ რომ გამოჩნდა საშიშროება იმისა, რომ თუნდაც ერთ ახალგაზრდას შეიძლება ერთი ღერი ჩამოვარდნოდა, იქვე დასრულდა პროცესი. არც ჩვენ და არც ხელისუფლებას არ უღირს არც ერთი კანონი ამის ფასად. ამ ხელისუფლებას პირველი შევაქცევ ზურგს და მათი კრიტიკოსი გავხდები, თუ დავინახავ, რომ ადამიანი მეორე პლანზე გადაიწევს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.