ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართული ოცნება” დატოვეს

346
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” დატოვეს ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა, ისინი 13 აპრილს, ფილარმონიაში დაგეგმილ ღონისძიებას უერთდებიან, რომელიც ეკა ბესელიასა და დავით მაღრაძის ინიციატივით იმართება და მისი სლოგანია “დაიცავი საქართველო”.

“მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის, რომ ეს უპერსპექტივო წრე გასარღვევია. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი. შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში –განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE