ბოლო ამბები
16/09/2024

,,მევახშეებმა” იპოვნეს შემოვლითი გზა – ირაკლი აბესაძე

გაზიარება

იურისტი ირაკლი აბესაძე ე.წ მევახშეობის რეგულირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“რაც შეეხება ,,მევახშეობის” რეგულირებას:

დღევანდელი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი განსაზღვრავს, როგორც სესხის პროცენტის მაქსიმალურ ოდენობას (წლიური ეფექტური საპროცენტი განაკვეთი 50%ს არ უნდა აღემატებოდეს) , ასევე ვადაგადაცილებისთვის ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას (ყოველდღეზე დარჩენილი ვალდებულების 0.27%).

პრობლემა იმაშია, რომ როგორც ყველა სხვა რეგულაციისას, ,,მევახშეებმა” იპოვნეს შემოვლითი გზა, აღარ აფორმებენ სესხის ხელშეკრულებას და სხვადასხვა თვალთმაქცური გარიგებებით (მაგ: ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით) გვერდს უვლიან ამ რეგულაციებს.

რაც მთავარია, ქვეყანაში არაა სამართლიანი, მიუკერძოებელი და კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო, რომელიც მსგავსი საკითხების შესწავლისას გამოავლენდა მოტყუებით დადებულ, თვალთმაქცურ გარიგებებს და კანონის ამ იმპერატიული მოთხოვნების დარღვევის შესაძლებლობას არ მიცემდა არაკეთილსინდისიერ გამსესხებლებს (ნუ აქ პრობლემა იქ იქნებოდა, თუ მსესხებელი შეგნებულად, მოტყუების გარეშე ეთანხმება თვალთმაქცური გარიგების გაფორმებას).

და რაც მთავარია, გამოსახლება ამ ამინდში, ამ დროს და ამ ფორმებით ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია.”– წერს ოთარ აბესაძე.

სხვა ამბების წაკითხვა