ვიცი, რომ ბევრს ემცხეთება ჩემი ეს სტატუსი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა – ბონდო მძინარაშვილი

383
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ბონდო მძინარაშვილი – მედიაკავშირ “ობიექტივი”-ს მთავარი რედაქტორი

2013 წელს მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.
ვინც მაშინ ეს ფაქტი არ გააპროტესტა, მე იმ ხალხის ახლანდელი ანტიმურუსიძეობისა არ მჯერა!

2016 წელს მურუსიძე მოსამართლედ განაწესეს 3-წლიანი ვადით.
ვინც მაშინ ეს ფაქტი არ გააპროტესტა, მე იმ ხალხის ახლანდელი ანტიმურუსიძეობისა არ მჯერა!

2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაამტკიცა პარლამენტმა.
ვინც მაშინ ეს ფაქტი არ გააპროტესტა, მე იმ ხალხის ახლანდელი ანტიმურუსიძეობისა არ მჯერა!

2018 წელს პარლამეტმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების განწესების უფლება გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც უკვე დაკომპლექტებული იყო ჩინჩალაძის კლანის წევრი მოსამართლეებით და არამოსამართლეებით.
ვინც მაშინ ეს ფაქტი არ გააპროტესტა, მე იმ ხალხის ახლანდელი ანტიმურუსიძეობისა არ მჯერა!

მე არ მჯერა, რომ “ცუდი რაღაცების” ჩამდენი მურუსიძე ახლა “კარგ რაღაცებს” ჩაიდენს.
მე არ მჯერა “ასეთი” მეტამორფოზა ისევე, როგორც არ მჯერა “ისეთი” გულუბრყვილობის.
მე არ მჯერა, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც მურუსიძე ცუდი იყო 2013 წლამდე და ცუდია 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, გულწრფელად წუხან სასამართლო სისტემაზე.

და მე ვეკითხები ამ ადამიანებს:
რატომ იყავით ჩუმად 2016 წლის სექტემბერში, როცა “ქართული ოცნების” საპარლამენტო სია წაიკითხეთ და იქ თქვენთვის სრულიად უცნობი ან “კარგად ნაცნობი” ადამიანების გვარები წაიკითხეთ?
რატომ იყავით ჩუმად, როცა 2016 წლის ოქტომბრის დამლევს ეს ადამიანები საპარლამენტო თანამდებობებს იკავებდნენ?

და მე ვეუბნები ამ ადამიანებს:
თუ გსურთ, რომ ხალხმა თქვენი გულწრფელობის ირწმუნოს, თქვით სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!

P. S. გამოხმაურების მსურველებმა თქვენი მაშინდელი პროტესტის დამადასტურებელი ინფორმაციების ლინკები კომენტარებში გამოაქვეყნეთ. 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE