MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძიე გამოხმაურება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, რომელიც ტელეკომპანია “იმედის”-ს ეთერში გავიდა.

“ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? ადამიანი ვერ ხვდება, თუ რატომ არიან ჩვენზე გაცილებით ღარიბი ხალხები საქართველოს მოსახლეობაზე ბედნიერნი.

ჩვენზე ღარიბ, მაგრამ ჩვენზე ბედნიერ ქვეყნებში არსებობს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება; ჰყავთ შედარებით ადაკვატური ლიდერები ან მათი ალტერნატიული ფიგურები; აქვთ მეტ-ნაკლებად გააზრებული სამომავლო გეგმები; გარკვეული მიზნისკენ ნელა, მაგრამ მაინც მიისწრაფვიან.

ჩვენ კი შუა ოკეანეში ტალღებზე მიშვებულ ძირგამომპალ ნავს ვგავართ, რომელსაც საკუთარ შეუცდომლობაში დარწმუნებული კაპიტანი ჰყავს. კაპიტანს არც მართვა, არც გეზის შერჩევა არ შეუძლია და ჰგონია, რომ მის ადგილზე უკეთესად ვერავინ იმოქმედებს.

უმადურები ვართ და ემოციურები, ზედმეტად განვიცდით ტანჯვას.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?