მანამ, სანამ ოფიციალურად გაცხადდებოდა, რომ პრემიერის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ეს ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ნიკა გვარამიამ.
მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაურთო სახასიათო ფოტო მის მეგობრებთან ერთად.
“ჩვენ, როცა გავიგეთ, რომ მალე (ალბათ, ხვალ) პრემიერად კობახიძე ინიშნება და მალე მმართველი პარტიის თავმჯდომარე უტა ივანიშვილი გახდება”- დაწერა გვარამიამ 28 იანვრის ღამეს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე ინიშნება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს