ბოლო ამბები
11/12/2024

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

გაზიარება

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მანდ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობაზე მას ირაკლი კობახიძე შეცვლის, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

სხვა ამბების წაკითხვა