“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები საჭირო იყო ქვეყნისთვის და არა არჩევნებისთვის
„ეს სამწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო წარმატებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გვირგვინი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ის შიდა დემოკრატიული პრინციპი განაპირობებს მეტ და უკეთეს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის.
არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ და ისეთი ახსნა, რაც ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს ოპოზიციას კრიტიკისთვის, საკმარისად კარგად აიხსნა მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა პარტიას ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს