23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

„ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, „ოცნების“ რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს – მამუკა ხაზარაძე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

„ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, „ოცნების“ რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს”- ასე ეხმიანება მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.

“ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის. ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. „ოცნებამ“ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლილებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი“. – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, მისი შემცვლელი კი ირაკლი კობახიძე იქნება.

რაც ეხება ღარიბაშვილს, ის ირაკლი კობახიძის ადგილს დაიკავებს და პარტია “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს.