ლექტორი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის მანქანას ამტვრევს, როდესაც აიგნორებს კანონს, მშვიდობიანი პროტესტიდან გადადის ძალადობრივ მეთოდებზე, შეიძლება, ახალგაზრდებთან ლექტორად ან პედაგოგად მუშაობდეს? – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

დიახ, სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ამ ქცევის ლექტორი, მასწავლებელი, არ შეიძლება დაუშვა ახალგაზრდობასთან”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც პოლიციამ დააკავა ლექტორები, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებიან.

“რა გვჭირს?! დღეში შვიდჯერ მაინც, მთავრობას ვადანაშაულებთ ხოლმე, ასე, აბსტრაქტულად, უკლებლივ ყველაფერში, საზოგადოებრივი ცხოვრების და ურთიერთობის მორალური ჩარჩოები კი თავად გვაქვს მორღვეული:

მორალური ჩარჩოების მორღვევაა, აბა, რა, როდესაც უნივერსიტეტის ლექტორს თუ პროფესორს, (გვარს არ გავიმეორებ) რომელმაც აღსრულების ბიუროს მანქანა დალეწა, თავდებში უდგება უნივერსიტეტის პროფესურა და თან ერთ-ერთი პროფესორი კამერის წინ ამაყად აცხადებს, რომ მათი თხოვნის შემდეგ პროკურატურამ შეარბილა სასჯელის მოთხოვნა და იმედი აქვს, რომ მალე იმ ლექტორთან თუ “მლეწავ-პრაფესორთან” ერთად გააგრძელებს მუშაობას!

ლექტორი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის მანქანას ამტვრევს, როდესაც აიგნორებს კანონს, მშვიდობიანი პროტესტიდან გადადის ძალადობრივ მეთოდებზე, შეიძლება, ახალგაზრდებთან ლექტორად ან პედაგოგად მუშაობდეს?!

დიახ, სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ამ ქცევის ლექტორი, მასწავლებელი, არ შეიძლება დაუშვა ახალგაზრდობასთან, ვინაიდან, რომელიმე “საგნის” ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ დაბალია ლექტორის ან პედაგოგის მოქალაქეობრივი თვითშეგნება! ეს ახალგაზრდობასთან სამუშაოდ დაშვებისას აქსიომაა!!

თქვენი მხრიდან, კი, ამას ჰქვია, მორალური და კულტურული ჩარჩოების მორღვევა, ძვირფასო პროფესურავ!

თან ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტზე ვსაუბრობთ!
“ნაცნობია და უნდა დავიცვა!”, “ჩემიანია და უნდა დავიცვა!”-სწორედ ესაა უპრინციპობა, სწორედ ასეთ “ხედვებში” და “აღქმებში” დევს უსამართლობის, პროტექციონიზმის, ნეპოტიზმის და ხშირად კორუფციის ფესვებიც!

ეს ფესვები ქვევითაა და მერე სუროსავით ადის ხოლმე “ზევით!”
ამ “გაგების” ხალხი ქურდულ სამყაროს შეჭიდულობას გააკრიტიკებს!!! და რა განსხვავებაა?! ის, რომ ეს ადამიანი მანქანას “ებრძოდა” “მხოლოდ და მხოლოდ”? ასეთი ადამიანის ხელში იარაღის წარმოდგენაც არ მინდა!

სხვათაშორის, ასეთი ტიპის შეჭიდულობით და “თანამოაზრეობით” ფორმირდება ისეთი ტიპის ძალადობრივი ჯგუფებიც, როგორიც რუსთაველზე ვიხილეთ “შინევროპელების” სახით და რომლებმაც თავის “კუდად” რუსთაველზე უზრდელი ბავშვები და მოძალადე ახალგაზრდები დატოვეს!

ბატონო რექტორო, ნეტავ, თქვენ რას იტყოდით? განათლების მინისტრის აზრიც როგორი საინტერესო იქნებოდა, ასეთ “ინციდენტებზე”, რომელსაც ძალიან მძიმე მაგალითის ძალა აქვს!

P.S. ზოგი კიდევ იკითხავს, ვის “ვედებატოთო”! აი, ასეთ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ, სწორედ, მედიაში, ძვირფასებო, ვიმსჯელოთ, საით მივდივართ, რას ვუშვებთ და რას არა, როგორია საზოგადოებრივი ქცევის კოდექსი დღეს, რაზე ვხუჭავთ თვალს და რატომ ვწუწუნებთ მერე, როდის “გაგვეპარაო”, რა უცნაურია, ეს “ჯენზი” თაობაო, სხვა ენაზე საუბრობსო .”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *