წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდა – ორმხრივი მოძრაობა 1-ლი თებერვლიდან აღდგება. ამ ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.
“მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური კამპანიის, რაც თან სდევდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს, საგზაო სამუშაოები დასრულებულია.
ხვალიდან ავტომანქანების მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა:
მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები;
გარე განათების ახალი ქსელი, LED ლამპიონები;
დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება.
უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი დასრულდება და გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და გამწვანებისა სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟი”– წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს