პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ქართველმა ქალბატონმა ლექსი მიუძღვნა

530
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ცეცხლს ლექსი მიუძღვნა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, ლაურა ვონდრაჩეკმა.

და ცეცხლის ალში გმინავს ღვთაება,
ღვთიურს არ ძალუძს ამის ატანა,
ციდან ფერფლებად ცვივა წარსული 
და სადღაც თითქოს ხარობს სატანა!

მთელ ისტორიას ცეცხლი ჰკიდია
და ხატებს ვხედავ სადღაც უსახოდ,
ან კვაზიმოდოს ვიღა დაეძებს,
ღვთისმშობელიც კი რჩება უსახლოდ!

თითებს ატყდება ცხელი კალამი,
დანთებულ სანთლებს ედებათ ალი…
და ასე წამში ფერფლში ეშვება 
ათასწლეულის ღვთიური კვალი.

მუზაც კი თითქოს ცეცხლში სულს ღაფავს…
რწმენაში არვინ შემომედაო…
თუმც დამნაშავედ მე არ ვითვლები,
მაინც შემინდე, ჩემო დედაო!

დღეს ყველა სახლის ჭერი იწვება,
კაცობრიობის ჰქრება ღირსება,
გაშიშვლებული შვთისმშობლის დედა,
სადღაც სულ მარტო ლოცვით ივსება.

და ცეცხლის ალში გმინავს ღვთაება,
ღვთიურს არ ძალუძს ამის ატანა,
ციდან ფერფლებად ცვივა წარსული 
და სადღაც თითქოს ხარობს სატანა!

მთელ ისტორიას ცეცხლი ჰკიდია
და ხატებს ვხედავ სადღაც უსახოდ,
ან კვაზიმოდოს ვიღა დაეძებს,
ღვთისმშობელიც კი რჩება უსახლოდ!

თქვენი კომენტარი?