“ჩათლახბარათი” – პროვოკაციული რეკლამა მის მფლობელებს შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ

522
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“ჩათლახბარათი” – ამ სახელწოდების სარეკლამო აბრა გამოჩნდა თბილისის ცენტრში, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესება გამოიწვია.

როგორც ცნობილია ეს არის სლავური მასაჟის ცენტრი, რომლის სარეკლამო ინფორმაციაც საეჭვო აღმოჩნდა სამართალდამცველი ორგანოსთვის, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გოგონების მიმართ ტრეფიკინგის ფაქტს. ამ ეჭვს ამყარებს ცენტრის სახელწოდება “ჩათლახ” რაც ქართულად გარყვნილებასთან ასოცირდება.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია გამოძიება.

ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ე.წ. “მასაჟის ცენტრის” მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით, სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE