22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კარგი ახალი ამბავი სტრასბურგიდან – გიგი უგულავა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“კარგი ახალი ამბავი სტრასბურგიდან – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა.”- წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.

დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.

შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.

ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა.”- წერს უგულავა.