ბოლო ამბები
13/09/2024

აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გაზიარება

აჭარის რეგიონში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა.

ქედაში კი სტიქიურ მოვლენებს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სხვა ამბების წაკითხვა