ბოლო ამბები
12/10/2024

“მივმართავ მთავრობას, თუ ოდნავ მაინც საღი აზრი და რეალობის აღქმის უნარი შეგრჩენიათ, უმოკლეს ხანში გამოუშვით უკანონოდ დაპატიმრებული მამუკა ანდღულაძე

გაზიარება

“მივმართავ მთავრობას, თუ ოდნავ მაინც საღი აზრი და რეალობის აღქმის უნარი შეგრჩენიათ, უმოკლეს ხანში გამოუშვით უკანონოდ დაპატიმრებული მამუკა ანდღულაძე.”- წერს “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი ქარდავა სოციალურ ქსელში.

“ეს უნდა გააკეთოთ არა იმიტომ, რომ მამუკა ონკოპაციენტია, ან იმის გამო, რომ მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს (ეს ფაქტორი ზოგადად გამოხატავს, რამდენად დაუნდობელია ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ლიბერალური სისტემა), არამედ იმიტომ, რომ ის სრულიად უდანაშაულოა და თან თავად გახდა თავდასხმის ობიექტი.
არავინ შეეგუება ადამიანების უფლებრივ სეგრეგაციას, შერჩევით სამართალს!
მართლმსაჯულება ყველაზე თანაბრად უნდა მოქმედებდეს!
თავისუფალება მამუკას!”- წერს გიორგი ქარდავა.

ასევე, ამ თემაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს ზურაბ მახარაძეც:

შეგახსენებთ, ტვ “პირველი”-ს რეგიონალური ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, ასევე ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს მოქალაქე მამუკა ანდღულაძე.

სხვა ამბების წაკითხვა