22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

“ქართული ოცნება” თქვენ ხართ მკვლელები, არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

“ქართული ოცნება” თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას.”- წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “მე-17 სართული”-ს წამყვანი სოფო ხუნწარია.

მისი ინფორმაციით, დავით ტურაშვილი, რომელიც მათი გადაცემის სტუმარი იყო, ცუდად გახდა იმ დეზინფორმაციის გამო, რაც მასზე გავრცელდა სოციალურ ქსელში, რის გამოც ის ტელევიზიიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დღეს მე რასაც ვუყურე ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია. ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. [გადაცემა] მე-17 სართული და “ფორმულა” არ გაჩერდება როგორც არ უნდა ეცადოთ”– წერს სოფო ხუნწარია.

იხილეთ დავით ტურაშვილის გამოსვლა, რომლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა.