ბოლო ამბები
13/09/2024

რცხვენოდეს ყაველაშვილს – ნინო ჟიჟილაშვილი (ვიდეო)

გაზიარება

“რცხვენოდეს ყაველაშვილს, რომელმაც ააგორა დათო ტურაშვილის წინააღმდეგ ეს კამპანია, კიდევ ერთ რამეზე რცხვენოდეს, ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე.”- განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა 19 მარტს, გადაცემა “კვირის ფორმულა”-ში, როდესაც გამოეხმაურა დათო ტურაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს, რასაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება და საავამდყოფოში გადაყვანა მოჰყვა.

ნინო ჟიჟილაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს “ხალხის ძალას” და მის ერთ-ერთ წარმომადგენელ მიხეილ ყაველაშვილს.

“აიღოს პასუხისმგებლობა დათო სასწრაფომ რომ წაიყვანა. მან გახსნა ეს კამპანია დათოს წინააღმდეგ, მან ჩაუყარა საფუძველი ათას სიბინძურეს, რაც დათოს წინააღმდეგ აგორდა.

ჩვენ ვიცით, რომ ყაველაშვილის გარემოცვა ნერვიულობს იმაზე, რომ მას განიხილავენ, როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირს და თურმე ეს არ მოწონთ.

თურმე, რა შუაშია ის ხალხი, ახლობლები, ოჯახის წევრები, ვისაც მოღალატეებს ეძახიან, მაგრამ მოითმინეთ ბატონებო, თქვენ ისეთ რამეზე აწერდით ხელს, რომ თქვენ ეს სახელდება {მოღალატე} უნდა აიტანოთ”- განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს დათო ტურაშვილი აგინებდა ხვიჩა კვარაცხელიას ან იარაღით ებრძოდა ვინმეს, არის ტყუილი.

სხვა ამბების წაკითხვა