ბოლო ამბები
11/10/2024

ხმაური და დაპირისპირება მე-8 ბაგა-ბაღში – აქტივისტებმა ხატების გატანა გააპროტესტეს (ვიდეო)

გაზიარება

ხმაური და დაპირისპირება იყო 15 თებერვალს, თბილისში, ნაძალადევის რაიონის მე-8 ბაგა-ბაღში, სადაც სამოქალაქო აქტივისტები – ხატია ჯანაშია და სიდონია ხომერიკი იმყოფებოდნენ.

მათი ცნობით, ბაღის ადმინისტრაციამ ხატები ჩამოხსნა და ძველი აბაზანის ოთახში, ყუთში ჩააწყო.

აქტივისტები სწორედ ამას აპროტესტებდნენ, რაც ბაღის თანამშრომლებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პედაგოგებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ ტერიტორიაზე არ ეხმაურათ და არ გადაეღოთ, რადგან ბავშვები არიან.

სხვა ამბების წაკითხვა