ბოლო ამბები
13/02/2025

გარდაიცვალა ლევან თედიაშვილი

გაზიარება

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი.

დაიბადა 1948 წელს საგარეჯოში, ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.

1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.

1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

გარდაიცვალა 2024 წლის 17 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

ჯილდოები

საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ლევან თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.

ოლიმპიური ჩემპიონი

1972 (82 კგ; მიუნხენი)

1976 (90 კგ; მონრეალი)

მსოფლიოს ჩემპიონი
1971 (82 კგ; სოფია, ბულგარეთი)

1973 (90 კგ; თეირანი, ირანი)

1974 (90 კგ; სტამბოლი, თურქეთი)

1975 (90 კგ; მინსკი)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

1978 (100 კგ; მეხიკო, მექსიკა)

ევროპის ჩემპიონი

1974 (90 კგ; მადრიდი, ესპანეთი)

1976 (90 კგ; ლენინგრადი)

1978 (100 კგ; სოფია, ბულგარეთი)

მსოფლიო თასი

1973 (90 კგ)

საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი

1971 (82 კგ; მოსკოვი)

საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი
1975 (100 კგ; კიევი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

1971 (82 კგ; მოსკოვი)

1973 (90 კგ; კრასნოიარსკი)

1974 (90 კგ; უფა)

საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი

1969 (82 კგ; ლუგანსკი)

1975 (100 კგ; კიევი)

1977 (100 კგ; კრასნოიარსკი)

1980 (100 კგ; მოსკოვი)

თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი

1970, 1971, 1972, 1975, 1978

სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი

1973 (90 კგ; თეირანი, ირანი)

სხვა ამბების წაკითხვა