ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელშიც ჩანს ბიჭუნა, რომელიც მეტრო ვარკეეთილის ამოსასვლელთან მდებარე მარკეტის წინ ბოსტნეულს ჰყიდის, რომ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმაროს.
ადამიანების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ სავარაუდოდ მარკეტის თანამშრომელი ან დაცვის წევრი, პატარა ბიჭის გაძევებას ცდილობს.
ვიდეოში ნაჩვენები ყველა პირი ადამიანია, გარდა იმ ერთისა, ვინც გაჭირვებულ ბავშვს აგდებს ადგილიდან.
უცნობია, თუ როდის არის გადაღებული ვიდეო, სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ.