აზერბაიჯანი და სომხეთი აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის ქვეყნების გარდა), რუსეთისა და ცენტრალური აზიის ტოპ 10 ქვეყანას შორის არიან 2022 წელს სტალკერების თავდასხმების რაოდენობით. „კასპერსკის ლაბორატორიის“ მობილური უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს 130 ასეთი შემთხვევა აზერბაიჯანში (მე-5 ადგილი), სომხეთში – 27 (მე-10 ადგილი), საქართველო კი – ამ სიაში არ შედის.
კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, რომ სტალკერული პროგრამული უზრუნველყოფა არის კომერციული პროგრამა, სადაც თავდამსხმელებს შეუძლიათ ჩუმად დააინსტალირდნენ მსხვერპლის მობილურ მოწყობილობაზე. ეს საშუალებას აძლევს მათ შეუმჩნევლად დაზვერონ მოწყობილობის მფლობელის პირადი ცხოვრება.
კომპანიის მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში 29 312 უნიკალური მომხმარებელი შეეჯახა სტალკერულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ხოლო მსხვერპლის რაოდენობით პირველი სამი ადგილი რუსეთმა (8281), ბრაზილიამ (4969) და ინდოეთმა (1807) დაიკავეს. ეს სამი ქვეყანა გახდნენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეიტინგის უდავო ლიდერები 2019 წლიდან. შეერთებულ შტატებში დაზარალებულთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირდა და შეადგინა 1295 ადამიანი – ახლა ეს ქვეყანა მეხუთე ადგილზეა. ირანში კი პირიქით, გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა – 2022 წელს მან 1754 ადამიანი შეადგინა და ქვეყანა რეიტინგში მეოთხე ადგილზე აიყვანა. თურქეთი (755 დაზარალებული), გერმანია (736) და მექსიკა (474), გასული წლის მსგავსად, მომდევნო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ. მათ 2022 წელს შეუერთდნენ საუდის არაბეთი (612) და იემენი (527).
სტალკერთა წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის თანახმად, მსოფლიოში სტალკერის პროგრამების მსხვერპლთა წლიური რიცხვი მილიონს უახლოვდება.
ასეთი პროგრამის ჩამოტვირთვისა და ინსტალაციისთვის საჭიროა მხოლოდ კავშირი ინტერნეტტან და ფიზიკური წვდომა სმარტფონზე. ამ შემთხვევაში, თავდამსხმელი იძენს წვდომას მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებზე, რითაც არღვევს მის კონფიდენციალურობას. სტალკერულ პროგრამებს შეუძლიათ შეაგროვონ სხვადასხვა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს არის მოწყობილობის მდებარეობის მონაცემები, ტექსტური შეტყობინებები, სოციალური მედიის ჩეთები, ფოტოები, ბრაუზერის ისტორია და სხვა. სტალკერის პროგრამები მუშაობს ფონურ რეჟიმზე: მსხვერპლთა უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს, რომ ვიღაც აკონტროლებს მათ ყოველ ნაბიჯს.