ასეთია დღეს ჩვენი საქართველო-ტალახში ამოგანგლული, მტრის მიმართ ნიფხავჩახდილი – სოსო მანჯავიძე

341
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოსო მანჯავიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს.

“არის ასეთი საიდუმლო ორგანიზაცია ” ქალა და ძვლები”. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია ამ ორგანიზაციის წევრი დასავლეთში.
ორგანიზაციაში მიღებას პროცედურები უძღვის წინ. ერთი მათგანი ძალიან მაგონებს იმას, რაც საქართველოში ხდება.

ორგანიზაციაში მიღების კანდიდატები სპეციალურად მოწყობილ ტალახიან ოთახში შეყავთ,რომელსაც ზემოდან ორგანიზაციის წევრები დაჰყურებენ. კანდიდატები ერთმენეთს დაუნდობლად ტალახს ესვრიან და აგორავებენ,ხოლო მათ ზემოდან დასცინიან და აშარდავენ ორგანიზაციის წევრები,რომლებსაც ცხადია,ეს პროცედურა გავლილი აქვთ.

აი,ასეთია დღეს ჩვენი საქართველო-ტალახში ამოგანგლული,ფეკალიების სუნად აყროლებული, მტრის მიმართ ნიფხავჩახდილი, ასოებით ამძაღებული,გამოგირჩებული,გამოგრიგოლიებული და გამორუსთავიორებული.

ულამაზესი ქვეყანა,სადაც ღვთაებრივად მღერიან,ცეკვავენ,თხზავენ ულამაზეს ლექსებს და ზრდიან უნიჭიერეს შთამომავლობას,ქვეყანა,რომლის მომავალსაც ასე შევნატროდით,რომელსაც ამდენი ღირსეული ადამიანი შეეწირა – ეს ქვეყანა დღეს გადაქცეულია ადგილად,სადაც თითქოს რომელიღაც სატანისტური რიტულის შესასრულებლად ერთმანეთს სიბინძურის სროლაში ეჯიბრებიან კოჰაბიტაციურ ტალახში ამოგანგლული პოლიტიკური ძალები.

ამ მარაზმის მოთმენა რომ არ შეიძლება,ამაზე ყველა თანხმდება,მაგრამ არავინ იცის როგორ ვებრძოლოთ მას. ღმერთმა უშველოს ჩვენს ქვეყანას,იქნებ აგვაცილოს ახალი განსაცდელი,რომელსაც ასეთი დიდი მონდომებით ვიზიდავთ.”– წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE