22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი”-ს წილი მეუღლეს გადასცა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ნიკა გვარამიამ მთავარი არხის წილი მეუღლეს გადასცა, თავად კი პოლიტიკურ პროცესებში უკვე ოფიციალურად, პარტიული ხაზით ერთვება.

“მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის. რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე”, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

ნიკა გვარამია ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას მარტში გეგმავს, რომლის სახელწოდებაც არის “ახალი”.