ბოლო ამბები
12/12/2024

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა “გირჩი”-ს ოფისში

გაზიარება

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა “გირჩი”-ს ოფისში, რა დროსაც, იაგო ხვიჩიამ ცხვირის დაზიანება მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გვიან ღამით ოფისში მოქალაქე მივიდა, რომელიც უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს იმის გამო, რომ თავის დროზე, მათმა ბიბლიურმა ორგანიზაციამ მისი ძმა ჯარიდან დაიხსნა.

“ეს ყველაფერი გამოწვეულია ქართული ოცნებისა და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამა მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატრაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხვდა”, – თქვა იაგო ხვიჩიამ, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სხვა ამბების წაკითხვა