აფეთქება მოხდა დღეს დილით თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე შენობის პირველ სართულზე, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა კორპუსი.
საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს