22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

15 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა დაიწყო, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მრავალდღიან ფორმატში ტარდება.

საარჩევნო უბნების გახსნა კი 14 მარტის ღამე, 23:00 საათიდან დაიწყო.

კანდიდატთა სია შედგება ოთხი კანდიდატისაგან: სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვი, წარდგენილი პარტია “ახალი ხალხი”-ს მიერ, LDPR ლიდერი ლეონიდ სლუცკი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი, ასევე სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ვლადიმერ პუტინი.