გიორგი მშვენიერაძე ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების დადგენაზე, ე.წ ვეტინგზე წერს:
“როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, მოსამართლე (იმ დროისთვის მსაჯული) “განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ განწმენდილი.”
ევროკომისიამ 9 ნაბიჯით გვითხრა, ილიამ რაც დაგიბარათ ის გააკეთეთ, თქვენს მოსამართლეებს სინდისიერება კარგად შეუმოწმეთ და მათგან შემოწმებულ (განმწენდილ) ადამიანებს ანდეთ სასამართლო ხელისუფლების მართვაო. ამით უკეთესი სასამართლოც გექნებათ და ევროკავშირთან მოლაპარაკების დასაწყებად გზაც გაიხსნებაო.
მისასალმებელია, რომ მოსამართლეების ნაწილმა ღიად განაცხადა, რომ ვერანაირ პრობლემას ხედავენ კეთილსინდისიერების შემოწმებაში. თუმცა სასამართლოში გაბატონებული კლანი აფორიაქდა, ეგ როგორ შეიძლებაო, არ შეგამოწმებინებთ თავსო.
ხელისუფლება (სამივე შტო) შეხმატკბილებულად კლანს იცავს და ვერც კი ხვდება ამით სწორედ იმას რომ აჩვენებს, რისი ეჭვიც ევროკავშირს აქვს და რასაც ჩვენ ღიად ვუყურებთ – სასამართლოს პოლიტიკურ ხელიაუფლებასთან გადაჯაჭვულობას. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, ქურდს ქუდი ეწვისო და ასეა ამათი საქმეც.
და კი, სასამართლოში მხოლოდ კეთილსინდისიერი მოსამართლეები უნდა დარჩნენ, ამას იმსახურებს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი.
საბოლოოდ საკითხი ასე დაიყვანება: არ იქნება კეთილსინდისიერების შემოწმება? – არ იქნება ევროკავშირი.
სამაგიეროდ იქნება მურუსიძე და მისი პოეზია.”- წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს