ბოლო ამბები
14/12/2024

მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან – ნიკა გვარამია

გაზიარება
ტყუის “ქართული ოცნება”, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას.”- წერს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი”-ს ლიდერი ნიკა გვარამია.
“კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან. ახლების დანიშვნა უკვე შიდა პროცედურებით მოხდება, რასაც დღეს აზრი აქვს დაკარგული, რადგან ნახსენები კლანი ნიშნავს მათთვის სასურველ და მორჩილ ახალ მოსამართლეებს.”– წერს გვარამია.

სხვა ამბების წაკითხვა