ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობას სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას სთხოვს, არის ხარბი, პოპულისტი ბოროტმოქმედი, რომელიც 570 ათას ბავშვს მოსაწამლად წირავს! (სულ 630 ათასია, უბრალოდ 60 ათასი კერძო სკოლაში დადის და კვების პრობლემა არ უდგას).”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“რამდენად რეგვენი უნდა იყო, იმ მთავრობას სთხოვდე სხვისი შვილის კვებას, რომელსაც ოცჯერ მცირე ჯარი ვერ გამოუკვებია ისე, კუჭი რომ არ აუშალოს.
მეჯავრებით.
ბავშვებს შიათ იმიტომ, რომ მათ ოჯახებს შიათ!!! ოჯახებს დაეხმარეთ! ბავშვების დაწამვლას ნუ ითხოვთ, რომ “ფუმფულა კეთილებად” გამოჩნდეთ თქვე ბრიყვებო!
“ევროპული საქართველო”-ს რეფორმა ამ პრობლემას ფუნდამენტურად აგვარებს და ხარისხი (სწავლის და ინფრასტრუქტურის) ხელმოკლესთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.
P.S. ყველა ოპოზიციონერს ვინც სამთავრობო კვებას ითხოვს, უფასო სასადილოებში კვებას მივუსჯიდი. მთავრობის გაკეთებული საჭმელი თხვლიფონ, რომ ეგებ ბავშვებს აღარ აკადრონ.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს