22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობაზე, მსგავსი შემართება მე არ მინახავს

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შემართებით და ბრძოლისუნარიანობით არის განწყობილი.

ამის შესახებ მან 23 მარტს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა.

“სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობაზე. ძალიან ბევრი პატიმარი მინახავს, მაგრამ ამ ადამიანის შემართება და ბრძოლისუნარიანობის მსგავსი არ მინახავს”- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, როდის აპირებენ სტრასბურგში საქმის გაგზავნას, ხაჭაპურიძე არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან არ სურს დააზიანოს მისი კლიენტის ინტერესები.