რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა, ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს