ბოლო ამბები
10/09/2024

გიორგი ნაზღაიძე გადაცემა “პრაიმ ჰაუსი”- დან გაათავისუფლეს (ვიდეო)

გაზიარება

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე გადაცემა “პრაიმ-ჰაუსი”-ს წამყვანობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ არხს სურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება, თუმცა, ის, მისი პრინციპებიდან გამომდინარე, უარს ამბობს რაიმე ფორმით თანამშრომლობაზე.

ნაზღაიძე ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღო, ხოლო მიზეზად დაუსახელეს ის, რომ “პრაიმჰაუსი”-ს მონაწილეებს არ სურთ მისი ხილვა წამყვანის ამპლუაში.

მისივე თქმით, ეს არის ტყუილი, რადგან გადაცემის ყველა მონაწილემ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ ნაზღაიძის დარჩენა.


სხვა ამბების წაკითხვა