ბოლო ამბები
01/12/2024

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა “ექვს ერზე” საფრანგეთი დაამარცხა

გაზიარება

18 წლამდე “ექვსი ერის” ფესტივალის მეორე ტურში საქართველოსსარაგბო  ნაკრებმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას 50:7 სძლია.

შეხვედრა კარგი საყურებელი იყო, ჩვენმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, თუმცა პირველი ტაიმი 10:19 დათმო (საჯარიმო ზუსტად წიკლაურმა შასრულა, ხოლო ლელო ეზიეშვილმა დადო). შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ წიკლაურის ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხა. ბოლოს ქართველი მორაგბეები შეტევაზე გადავიდნენ, შველიძემ ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა გამოიყენა და გავიმარჯვეთ

სხვა ამბების წაკითხვა