ბოლო ამბები
26/09/2026

ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრები დატოვა და მას რამაზ სვანაძე შეცვლის

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან წაგების შემდეგ, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, გუნდს კი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

“სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ.”- ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა