მიხეილ სააკაშვილი გაღიზიანდა მერაბ მეტრეველის ფეისბუქ პოსტით, რომელშიც ის სვამდა კითხვას, თუ რატომ აძლევს ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს სასამართლო სხდომების ვიდეომიმართვის გავრცელების შესაძლებლობას.
“ჭაობში ბაყაყები აყიყინდნენ. აი ეს ყოვლად უნიჭო არარაობა იმაზე კი არ სვამს კითხვას თუ რატომ ვარ ციხეში, თუ სხვა პოლიტ-ტყვეების უფლებები რატომ არაა დაცული, არამედ აღშფოთებულია იმით, მიშას ხმა რით ვერ ჩააკმენდინესო, რამე უფლებები საერთოდ როგორ შერჩაო?
მეორე გულღრძო, ბოროტი, უკვე ასაკში შესული ქალი ამას ეთანხმება და თან მე “არ შემდგარ მკვდარს” მეძახის, იმიტომ რომ აღშფოთებულია იმით, თუ საბოლოო ჯამში, რატომ არ მომკლა ქოცურ-რუსულმა საწამლავმა.
მაგათმა და კიდე სხვა მისნაირებმა ადრე ამბავი ატეხეს რატომ ატანინებენ მიშასთან ახალ ფილმებს “ფლეშკითო”. მაგათი ყურების უფლება მარტო ჩვენ უნდა გვქონდესო. ხოდა “ფლეშკები” მარტო მე კი არ ამიკრძალეს, არამედ ყველა პატიმარს, ამათი დანოსით და კიდევ მეტად დაუმძიმეს მდგომარეობა. ესენი ყველაზე უარეს ქოცზე უფრო უარესი და უფრო მახინჯ სულიანები არიან.
კი არიან არარაობები, მაგრამ ისტორიას მაინც უნდა შევუნახოთ მათი სახელები, რათა ყველამ იცოდეს თუ რატომ და ვისი მეშვეობით ჩავარდა ამ დღეში ეს საცოდავი ქვეყანა და ასევე ყველა ჯერზე უნდა გაეცეთ პასუხი და არაფერი შერჩეთ!”- წერს სააკაშვილი, რასაც მერაბ მეტრეველმა მოკლე კომენტარით უპასუხა:
“აჰა, კითხვის დასმა არცერთ ბელადს არ სიამოვნებს. როგორ შეიძლება მათ მიმართ კითხვები გაგიჩნდეს? ნწ, ნწ.”- წერს მეტრეველი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





