10/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით – ტარიელ კაკაბაძე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პირები, ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით აბსურდულ მოთხოვნებს უყენებენ.

“ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით.

ვიღებ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება კანონის ჩარჩოებს!

მოკლედ და არასრულად მოგახსენებთ ამ აბსურდული მოთხოვნების ჩამონათვალს:
1. პედოფილიის ბრალდებით დაკავება იმ ადამიანების, ვინც ნატა ვიბლიანს ცუდ კომენტარებს წერს.
2. იმ ჩემი კოლეგის დაკავება, რომელიც იცავს ერთ-ერთ პირს, ვისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნატა ვიბლიანი საუბრობს.

3. დაკავება თამუნა მუსერიძის, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა.
4. საჩივრის შეტანა და დაკავება 10-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აბსურდული მუხლებით.

5. სვანეთის და სვანების ლანძღვაში აყოლა და მხარდაჭერა.
6. სხვა წარმოუდგენელი მოთხოვნები, რომელთა გაჟღერება არ მსურს.

თუ მე ამ გაუგონარ მოთხოვნებს არ შევასრულებ, დაიწყება ჩემი დისკრედიტაცია და გავრცელდება უკანონო ჩანაწერები ჩემს საწინააღმდეგოდ.

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მე არ ვშანტაჟდები. არ ვაპირებ სხვების ხუშტურებზე სიარულს და აბსურდული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ადვოკატობა არ არის ბოროტებისა და ტყუილის სამსახურში ყოფნა. ადვოკატობა არის სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნა!
აქვე, ამ ადამიანებს ვპირდები – ყველა უკანონო ქმედებას მოყვება მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა”- წერს ტარიელ კაკაბაძე.