09/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

როდესაც სასამართლო პროცესებზე გადაღება აკრძალულია, მხოლოდ სააკაშვილს რატომ აძლევს ბიძინა სასამართლოდან ვიდეომიმართვების გავრცელების უფლებას? – მერაბ მეტრეველი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

“სრული სერიოზულობით მაინტერესებს: იმ ფონზე, როდესაც სასამართლო პროცესებზე გადაღება აკრძალულია და დარბაზში ჯიბიდან ტელეფონის ამოღების უფლებას არავის აძლევენ, ლევან ხაბეიშვილს 9 თვე ოჯახის წევრებთან დარეკვაც კი აკრძალული ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილს პროცესი საერთოდ დაუხურეს და ვიდეოგადაღება კი არა, ჟურნალისტების შესვლაც კი აკრძალეს, რომ იქიდან ამბის გამომტანი არ იყოს… ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ სააკაშვილს რატომ აძლევს ბიძინა სასამრთლოდან ვიდეო მიმართვების გავრცელების უფლებას?
რითი დაიმსახურა? რაშია საქმე?

და აქ არავინ დამიწეროთ, შენ მიშასს ვერ იტან და ერჩიო. ანუ მე ვერ ვიტან და ბიძინას უყვარს, თუ რასია საქმე? ან მიშა რა შუაშია? ვის მიმართაც არ უნდა დაეშვა რეჟიმს ასეთი გამონაკლისი და ორმაგი სტანდარტი, ამ კითხვას ყველას მიმართ დავსვამდი ახლა არ მითხრათ, რომ ასეთი რამე შეიძლება ბიძინას ნებართვის გარეშე მოხდეს? წესით, თავად ნაცები უნდა სვამდეთ ამ კითხვას.”- წერს მერაბ მეტრეველი.