08/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

მე ვერ ვიტყვი როგორი მეთოდებით და რანაირად ვიმოქმედებ, ციხეში შებრუნება ნამდვილად არ მინდა – ლაშა ბერიძე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

მე ვერ ვიტყვი როგორი მეთოდებით და რანაირად ვიმოქმედებ, არ ვარ მზად ამისთვის, ციხიდან ახლა გამოვედი და მართალი გითხრათ უკან შებრუნება ნამდვილად არ მინდა” – განაცხადა 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა და საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლებულმა ლაშა ბერიძემ 7 ნოემბერს, ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ რას აპირებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

“მე აუცილებლად დავრჩები პროტესტის მხარეს, აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ პროტესტი”- განაცხადა ლაშა ბერიძემ. მან მოუწოდა ყველა იმ პატიმარს, ვინც პროტესტის საქმეზეა დაკავებული, რომ გამოიყენონ “ქართული ოცნების” შეთავაზება და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, რათა დატოვონ ციხე.