ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრეს-მდივნის თანამდებობას სთავაზობს. ამის შესახებ ის საკუთარ სოციალურ ქსელ ‘Truth Social-ში წერს:
“მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ დიდებულ დანა უაითს, მებრძოლსა და მეომარს, ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ.
მე ვთხოვე, თან წამოიყვანოს თავისი თანაშემწეები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის. ესენი არიან: ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კეილა ჰარისონი.
ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა დავიცვათ თავი გიჟური მემარცხენეობისგან.
დანა იქნება ისეთი პრესმდივანი, როგორიც აქამდე არავის უნახავს.
დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ თანამდებობას!” – წერს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ტრამპის მიერ დასახელებული ექვსივე ადამიანი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ცნობილი მებრძოლია. ისინი UFC-სთან არიან დაკავშირებული და რამდენიმე მათგანი ამ სპორტის ისტორიაში გამორჩეულ ჩემპიონად ითვლება.
ისლამ მახაჩევი (Islam Makhachev)
დაღესტნელი მებრძოლი, UFC-ის ყოფილი მსუბუქი წონის და მოქმედი ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი. ხაბიბ ნურმაგომედოვის ახლო მეგობარი და მისი საბრძოლო სკოლის წარმომადგენელია. გამოირჩევა ჭიდაობითა და მტკივნეული ილეთებით
ხაბიბ ნურმაგომედოვი (Khabib Nurmagomedov)
UFC-ის დაუმარცხებელი ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში. კარიერა 29 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა. დღეს მებრძოლების მწვრთნელობითა და სპორტული საქმიანობით არის დაკავებული. ის მახაჩევის მთავარი მენტორია.
ჯასტინ გეიჯი (Justin Gaethje)
ამერიკელი მებრძოლი, ცნობილი თავისი აგრესიული სტილითა და ძლიერი დარტყმებით. UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი დროებითი ჩემპიონი და BMF-ის ქამრის მფლობელია.
დანიელ კორმიე (Daniel Cormier)
UFC-ის ლეგენდარული ყოფილი ჩემპიონი მძიმე და ნახევრად მძიმე წონებში. ოლიმპიური დონის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, სპორტული კომენტატორი და ანალიტიკოსია.
ამანდა ნუნესი (Amanda Nunes)
ბრაზილიელი მებრძოლი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ქალთა ბანტამვეიტისა და ფეზერვეიტის წონებში. ფართოდ მიიჩნევა ქალთა MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად.
კეილა ჰარისონი (Kayla Harrison)
ამერიკელი მებრძოლი, ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. UFC-ის ქალთა ბანტამვეიტის დივიზიონის ჩემპიონი და MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი სპორტსმენია.
ტრამპსა და UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ტრამპი UFC-ის ღონისძიებებს ხშირად ესწრება და ორგანიზაციის მიმართ ღიად გამოხატავს მხარდაჭერას
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





