“ვიწყებთ შემტევ ბრძოლას”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა 25 მარტს, ტვ “პირველი”-ს დღის ამბებში ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას.
“გზა უნდა გაეხსნას ახალგაზრდებსაც და ყველა სწორი მიმართულების ადამიანს. “ლელო” მხოლოდ პარტიულად გაძლიერებას არ გეგმავს, ჩვენ ვაპირებთ შექმნათ ფართო ერთიანობის პლატფორმა, საზოგადოებისთვის.
ნუ გვაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო წნეხს არ ექვემდებარება. მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი.
ძვირფას ხელისუფლებას მივმართავ, რევოლუციების მერე არის გილიოტინა და იმ ხალხმა უნდა გაიაზროს, ვინც დარბის და მიკროფონებს ურტყამს, მათ ინტერესებშია, რომ მშვიდად და თავისუფალი არჩევნების გზით დათმონ ხელისუფლება.
ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ნებისმიერი გზით, იქნება ეს რევოლუცია, თუ სამართლიანი არჩევნები, მაგრამ შედეგები, რომელიც დადგება ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ძალიან განსხვავებული იქნება როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში და გილიოტინა გაიხსენონ”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.