ბოლო ამბები
12/09/2024

ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამშენებლო კომპანია X2-ის დირექტორი

გაზიარება

ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამშენებლო კომპანია X2-ის დირექტორი ვალერი კირკიტაძე, რომელმაც დაზარალებულ ქალზე იძალადა და ეს ჩანს გადაღებულ კადრებშიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარეგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

დაზარალებული ქალი, რომელიც ამ კომპანიის აშენებულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ შენობაში დამონტაჟებული ლიფტი ჩაწყდა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ ის და მისი დედა.

დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც დაზარალებული კომპანიის ოფისში მივიდა და უშუალოდ ხელმძღვანელს მოსთხოვა პასუხი უხარისხოდ დამონტაჟებული ლიფტის გამო რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

სხვა ამბების წაკითხვა