თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ დღეს გამოაცხადა.
ოჯახს თავიდანვე ჰქონდა მოლოდინი, რომ მას პატიმრობა მიუსჯიდნენ, შესაბამისად, ერთადერთი იმედი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის შეწყალების თხოვნითაც აპირებენ მიმართვას.
მიღებულ გადაწყვეტილებაზე ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა მისმა მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელმაც მოსამართლე ზვიად შარაძეს მიმართა:
“ზვიად შარაძე, გპირდები. საკუთარი ხელით გაიძრობ ხერხემალს მაგ ბინძური ტრ…დან”- წერს ბექა გრიგორიადისი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს