ტელეკომპანია “პოსტვ”-ის მთავარი პროდიუსერი შალვა რამიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ეხმიანება მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
რამიშვილი ბოდიშს უხდის მხოლოდ მის ოჯახს და ამბობს, არ იქცეოდა სწორად, მისივე სიტყვებით “მაიმუნობდა და ღლაბუცობდა”, თუმცა მისი მხრიდან, ძალადობის შემთხვევებს ვერავინ მოიყვანს.
მისივე თქმით, მისი და ტელევიზიის წინააღმდეგ კამპანიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს, რომლის ერთ-ერთი ფიგურა არის მისივე ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე.