26/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

“ქართული ოცნების” ოფისთან ალტ-ინფოს ლიდერებისა და მხარდამჭერების აქცია გაიმართა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

“ქართული ოცნების” ოფისთან ალტ-ინფოს ლიდერებისა და მხარდამჭერების აქცია გაიმართა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის სამინისტროს მიერ, პარტიისთვის იურიდიული სტატუსის გაუქმებას.

“არა ოცნების ფეოდალურ რეჟიმს” – ეს არის შეკრების მთავარი სლოგანი. აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან მხარდამჭერები და თანამოაზრეები.

სიტყვით გამოსვლისას, ლიდერებმა განაცხადეს, რომ იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გადაიკეტება რკინიგზა, ქუჩები და მაგისტრალები იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კვლავ შეუშლის ხელს მათ პარტიას.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან ჩაჩუამ, მისი პოლიტიკური პარტია “ქართული იდეა” ალტ-ინფოს გადასცა, რითაც მათ შესაძლაბლობა ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ.