ბოლო ამბები
11/12/2024

ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში – ნეთანიაჰუ

გაზიარება

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა, რომელიც რამდენიმე საათში ჩააღწევს.

სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა გაუმკლავდეს ირანის თავდასხმას.

ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში.

„ისრაელის მოქალაქეები, ბოლო წლებში და მით უმეტეს, ბოლო კვირებში, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან პირდაპირი თავდასხმის შესაძლებლობისთვის“, – ამბობს პრემიერი ვიდეო განცხადებაში.

„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია.

მე ჩამოვაყალიბე მკაფიო პრინციპი – ვინც ჩვენ გვაწყენს, ჩვენ მას დავაშავებთ. ჩვენ დავიცავთ თავს ნებისმიერი საფრთხისგან და ამას მშვიდად და მონდომებით გავაკეთებთ.

ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს.

ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

სხვა ამბების წაკითხვა