დიმიტრი ჩიქოვანი თათია სამხარაძესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

1292
ნახვა/წაკითხვა

“POSTV”-ის ჟურნალისტის ცრუ დასმენაზე დაგეგმეს ეს პროვოკაცია, გამოიყენეს მათ ხელში არსებული ყველა რესურსი და ჩარიეს სახელმწიფო ინსტიტუტები”- ასე გამოეხმაურა დიმიტრი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას თათია სამხარაძის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით.

“ეს იყო ცრუ დასმენა, რაზეც გაირკვა, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, პროვოკაცია იყო . ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ პროპაგანდისტ შალვა რამიშვილის ნათქვამზე, სახელმწიფო ინსტიტუტები ასე მოქმედებენ ადამიანების წინააღმდეგ”- განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა “ფორმულა”-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “პოსტვ”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძემ გარკვეული თანხა აიღო დავით კეზერაშვილისგან, რომელიც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის სანაცვლოდ გადაუხადეს, თუმცა, პოსტვ-სვე ცნობით, სამხარაძესა და კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა თანხასთან დაკავშირებით.

ავტორის შესახებ

IMG.GE ___________________________ IMG.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here