ბოლო ამბები
12/09/2024

ხალხო, ეს “თეატრების რევოლუცია” თქვენ შემთხვევითი ხომ არ გგონიათ? ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რის თქმასაც “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერისთვის წლების წინ ვცდილობდი და არ მომისმინეს

გაზიარება

ხალხო, ეს “თეატრების რევოლუცია” თქვენ შემთხვევითი ხომ არ გგონიათ? ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რის თქმასაც “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერისთვის წლების წინ ვცდილობდი და არ მომისმინეს”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ცალკეული თეატრების მსახიობების ბოლოდროინდელ საპროტესტო გამოსვლებს უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით.

თეატრებშიც, ისევე, როგორც სხვა სახელოვნებო სფეროებში, ხალხი შერჩეული ჰყავთ მაგ კრიტერიუმით – ან მათნაირად “ლიბერასტულად” უნდა აზროვნებდე,
ან აზროვნება საერთოდ არ უნდა გაგაჩნდეს და რასაც ეგენი იტყვიან ჩუმად თავი უქნიო, რომ რომელიმე ამ “თეატრში”, ანდა სხვა სახელოვნებო წრეში მოხვდე!

თუ დაგინახეს, რომ შესაძლოა შენ მათ “გენერალურ ხაზს” რამეში წინააღმდეგობა გაუწიო, “მოკვეთილი” ხარ ეგრევე! ბევრი ნიჭიერი რეჟისორი, მსახიობი, მწერალი, პოეტი – ქვეყნიდან გადახვეწილია, ან კიდევ სხვა საქმიანობას ეწევა! სახელოვნებო წრეები ხელში აქვთ ჩაგდებული “ჟვანია-ხაზარაძე” – მიმართულების
კლანებს, ბიძინა კი ამ ყველაფერს სრულიად ბრმად აფინანსებდა აქამდე და ახლაც აფინანსებს.

სულ ტყუილად ელოდებით, რომ რომელიმე თეატრში ვინმე გამოვა და როცა რეჟისორი და ან “წამყვანი” მსახიობი განცხადებას აკეთებს “არა რუსულ კანონსო” –
ეს ვიღაც ერთი მაინც ეტყვის – არ გეთანხმებიო! შანსი არაა! ეტყვის და “ელიტიდან” მოიკვეთება!

სხვათა შორის, თავის მაყურებლიანად ჰყავთ ნაყიდი თეატრები.
მაგათი მაყურებელიც მაგათი “ბაბლია” და მუდამ ერთი და იგივე “მაყურებელი” დადის მაგ თეატრებშიც… “უბრალო” მაყურებელს ან ბილეთის ფუ ი არ აქვს, ან დრო, მანდ სასიარულოდ.

ეს უსაქმური “ენჯეოებში” “დასაქმებული” ნახირი დადის მანდ მუდმივად, რადგან “ელიტაში” მოდურია “ხელოვნების მოყვარულის” იმიჯი… ამიტომაც არის, ოვაციი თ რომ ხვდებიან სცენიდან პოლიტიკურ განცხადებებს და ნურც იმის იმედი გაქვთ, რომ ვინმე პარტერიდან მაინც შეეპასუხება სცენაზე “აღგზნებულ ” კოლექტიურ “დოი” – ებს.

ასეთია დღეს ვითარება და “ოცნების” მესვეურები ამას თუ არ მიხედავენ და მართლა ნიჭიერ ხელოვანებს თუ არ წამოწევენ თეატრებშიც და სხვა სახელოვნებო წრეებშიც, ხვალე და ზეგე ბევრად უარესი იქნება დამიჯერეთ.”- წერს ბაკურ სვანიძე.

სხვა ამბების წაკითხვა